სიხლეები   ​საჯარო შეტყობინება – შპს „ნოდო“
11.11.2016
  
 
შპს „ნოდო“
ს/კ: 437064622
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 20 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 20 ოქტომბრის №5846-13 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №9345), რომლითაც სააგენტოს ეცნობა SPA160023644 ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის – შპს „ნოდოს“ (ს/კ: 437064622) დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.