სიხლეები   დავების საბჭოს წევრების არჩევნები 8 ივნისს გაიმართება
02.06.2017
  
 
2017 წლის 8 ივნისს 12:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გაიმართება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ექვსი წევრით და მის შემადგენლობაში პარიტეტული პრინციპით შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შერჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს.
შერჩევის მონაწილეები ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ მათთვის მისაღებ დავების  განხილვის საბჭოს წევრს, რომელიც აირჩევა 1 წლის ვადით.
არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
საბჭოს წევრად ინიშნება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელსაც აირჩევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1RZ3bJlbqrK0PVBaSLkZbhanA9m5ujUIiE6vTmKrs2_8/viewform?c=0&w=1
არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - მინდობილობა.


 
საბჭოს წევრის საქმიანობა:
საბჭოს წევრი მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში. იგი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს შინაგანი რწმენით და მოქმედებს დამოუკიდებლად, მათ შორის წარმომდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისგან.
საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს.
საბჭოს წევრის საბჭოს სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება კვირის განმავლობაში 4-5-ჯერ.
საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
 
შერჩევის ჩატარების ადგილი:
არასამთვრობო ორგანიზაციებს არჩევნებისათვის შესაბამისი ფართით და სათანადო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
მისამართი: ქ. თბილისი რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8
 
საკონტაქტო პირი:
ია შავერდოვი
577 24 44 48
ელ. ფოსტა: iashaverdovi@spa.ge