სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ორბი -XXI“
22.02.2018
  
 
 
შპს „ორბი -XXI“
ს/კ: 439397724
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 12 თებერვალს წარმოდგენილ იქნა სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ 2018 წლის 9 თებერვლის №03/2852 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №1397), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ორბი -XXI“-ის (ს/კ: 439397724) მიერ SPA170005702 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2017 წლის 5 მაისის №52 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.