სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
24.09.2018
  
 
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე 2019 წლის 1 იანვრიდან - 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით, ხორციელდება მოსამზადებელი ღონისძიებები.

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით,  გთხოვთ, არაუგვიანეს 2018 წლის 1 ოქტომბრისა, კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.spa.ge მეშვეობით, მოგვაწოდოთ თქვენ სარგებლობაში მყოფი  იმ სახელმწიფო ავტოპარკის შესახებ ინფორმაცია რომლის ტექნიკური მომსახურების შესყიდვასაც გეგმავთ  2019 წელს. აგრეთვე გთხოვთ, ელექტრონული ფოსტაზე eantadze@spa.ge გადმოაგზავნოთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების პრეისკურანტები (პრეისკურანტებში ასახული უნდა იყოს ზღვრული ფასები და მიმდინარე ხელშეკრულებების,  ფარგლებში დღეის მდგომარეობით, შეთანხმებებით განხორციელებული ცვლილებები).

ინფორმაცია არ ექვემდებარება წარმოდგენას იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც იმყოფებიან საგარანტიო მომსახურებაზე, სატვირთო ავტომობილებზე, ავტობუსზე, სპეცტექნიკაზე (სოფლისმეურნეობის ტექნიკა, სამშენებლო ტექნიკა, კვადროციკლი, მოტოციკლი).

წარმოდგენილი გეგმების აგრეგირებისა და გაანალიზების საფუძველზე მოგვიანებით გეცნობებათ, იმ ავტომობილების ჩამონათვალი და პირობები რომელთა ტექნიკური მომსახურების გაწევაც განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში.  
გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ კონსოლიდირებული ტენდერების  მენეჯმენტის   სისტემაში  ctd.spa.ge  მოცემული ველები. 


 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ცხელი ხაზი: +322 248 48 22
ერეკლე ანთაძე 557 727 273