სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ქარფინთერ გრუპი“
31.01.2017
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ქარფინთერ გრუპი“
შპს „ქარფინთერ გრუპი“
ს/კ: 400121426
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 27 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა ააიპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების (სკოლამდელი აღზრდის ცენტრის)“ 2016 წლის 27 დეკემბრის №169 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №11703), რომლითაც სააგენტოს ეცნობა SPA160030215 გამარტივებული ელექტრონული ტენდერიდან გამარჯვებული პრეტენდენტის – შპს „ქარფინთერ გრუპის“ (ს/კ: 400121426) დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.