სიხლეები   თემაზე „ეკოლოგიურად მდგრადი საჯარო შესყიდვები“ საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
31.03.2022
  
 

 

 

2021 წლის 23-24 მარტს გაიმართა ორდღიანი კონფერენცია თემაზე „ეკოლოგიურად მდგრადი საჯარო შესყიდვები“. შეხვედრა აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის (CLDP) განვითარების პროგრამის, აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოსა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს  მხარდაჭერით ჩატარდა. ამ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ერთგვარად „ჰიბრიდულ“ ფორმატში ჩატარდა, ატარებდნენ მსოფლიოში ავტორიტეტული უცხოელი ექსპერტები აშშ-დან, კანადიდან, საფრანგეთიდან და გაეროს გარემოსდაცვით სააგენტოდან, ისევე როგორც აშშ-ს ფედერალური და ზოგიერთი შტატის მთავრობების წარმომადგენლები. მათ ქართველ მონაწილეებს გაუზიარეს აშშ-სა და მოწინავე საერთაშორისო  გამოცდილება მდგრადი, მწვანე და ენერგო-ეფექტური საჯარო  შესყიდვების თაობაზე. კონფერენციას ესწრებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და მისი ინსტიტუტის, სამინისტროებისა და მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაციების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორების წარმომადგენლები.