სიხლეები   სააგენტოს უზბეკეთის რესპუბლიკის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს დელეგაცია სტუმრობდა
20.05.2022
  
 

 

 

2022 წლის 17 მაისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტუმრობდა უზბეკეთის რესპუბლიკის კორუფციასთან ბრძოლის  სააგენტოს დელეგაცია.

 

საქართველოში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მყოფი უზბეკი ოფიციალური პირები გაეცნენ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, მოქმედ საკანონმდებლო გარემოსა და ინსტიტუციურ მოწყობას, საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას საჯარო შესყიდვების ეკო-სისტემის შექმნაში, მოდერნიზაციასა და განვითარებაში, მიმდინარე შესყიდვების მონიტორინგსა და კონტროლში, ცენტრალიზებული შესყიდვების პრაქტიკაში, ასევე მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.