სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ტრენინგების VIII ეტაპი დაიწყო
27.06.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ტრენინგების VIII ეტაპი დაიწყო

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო და 9 ივლისამდე გაგრძელდება ტრენინგები თემაზე „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“, რომელიც განკუთვნილია  საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ების და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
სწავლებას გაივლის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან წარმოდგენილი 56 სპეციალისტი.
დღესვე, სწავლების დაწყებამდე მსმენელებს ჩაუტარდათ პრეტესტირება. ათდღიანი სწავლების დასრულების შემდეგ, შესაბამისი ტესტირების შედეგად, მსმენელებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სააგენტოს მიერ შემოთავაზებული კურსი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და სურს კვალიფიკაციის ამაღლება.
სწავლებას უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
ტრენინგებს აფინანსებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.