სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა ვენაში ორ საერთაშორისო სემინარს დაესწრო
20.12.2019
  
 
ebrd.png
მიმდინარე წლის 10-14 დეკემბერს, ავსტრიაში, ქ.ვენაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა ორ საერთაშორისო სემინარს დაესწრო. სემინარების სახელწოდება იყო:  „WTO/EBRD/UNCITRAL REGIONAL WORKSHOP ON GOVERNMENT PROCUREMENT FOR CENTRAL AND EASTERN EUROPE, CENTRAL ASIAN AND THE CAUCASUS COUNTRIES“ და „POLICY SESSION: PUBLIC PROCUREMENT REGULATORY STRATEGIES FOR SOCIAL, ENVIRONMENTAL AND ECONOMIC DEVELOPMENT OF NATIONAL AND REGIONAL MARKETS“, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ WTO, UNCITRAL, IMF/JVI და EBRD. აღნიშნულ სემინარებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და თავმჯდომარის მოადგილე კახი დემეტრაშვილი დაესწრნენ.
ვენაში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლების სამი თემატური პრეზენტაცია, ჩატარდა დისკუსია, WTO GPA და EBRD-ის  ექსპერტებთან და Open Data ტექნიკურ ჯგუფთან გაიმართა საქმიანი მოლაპარაკებები, ასევე ორმხრივი მოლაპარაკებები უკრაინის, ბელორუსის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის სამთავრობო დელეგაციებთან, გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის მაღალჩინოსნებთან და WTO GPA კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან და სამდივნოს წარმომადგენლებთან.

https://ebrd.eventbank.com/event/18517/