სიხლეები   დავების საბჭოს წევრის არჩევნები 2020 წლის 30 იანვარს გაიმართება !
23.01.2020
  
 
არასამთავრობო ორგანიზაციებიდანსახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები 
2020 წლის 30 იანვარს გაიმართება
 
2020 წლის 30 იანვარს, 12:00 საათზე, გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციებიდან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები.

არჩევნები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8. არჩევნების ჩატარებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაბამისი ფართით და სათანადო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

საბჭოს წევრთა არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს (მათ შორის, საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ს), რომლებმაც ამ მიზნით წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია. ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ ერთ წარმომადგენელს.
ხმის მისაცემად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი/მოწმობა.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ბმულზე:
 
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe3MuMYK8WNpj5hvTPzVdeMmdUBAb177ZiHqMgvhz9uWDa1uQ/viewform?c=0&w=1

არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ხმის მისაცემად გამოცხადდება არასამთავრობო ორგანიზაციების წინასწარ რეგისტრირებული არანაკლებ 3 წარმომადგენელი.

არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრის გზით. არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას.

არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა სხდომის ოქმით.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საბჭოს წევრად აირჩევა 1 წლის ვადით.

 
საკონტაქტო პირი: 
 
ია შავერდოვი
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული
დავების განხილვის საბჭოს აპარატის უფროსი
ელ. ფოსტა: IShaverdovi@spa.ge
www.procurement.gov.ge