სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
27.02.2020
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:
 
შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მიმწოდებლის მიმართ გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ:

მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სულ მცირე, 50%;
 
მიმწოდებელს ჯეროვნად აქვს შესრულებული წერილობითი შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არანაკლებ 20 ხელშეკრულება.
 
გარდა ზემოაღნიშნულისა, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არის უცხოური საწარმო/მუდმივი დაწესებულება/ფილიალი (წარმომადგენლობა), შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ძირითადი საწარმოსა და გადაწყვეტილების მიღების დროისთვის საქართველოში რეგისტრირებული, ასევე პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის ან გაფრთხილების პერიოდში დარეგისტრირებული მისი ყველა მუდმივი დაწესებულების/ფილიალის (წარმომადგენლობის) მიმართ შავ სიაში რეგისტრაციის ან გაფრთხილების დარჩენილი პერიოდით.
 
ამასთან, ზემოაღნიშნული ცვლილებები ამოქმედდება 2020 წლის 1 აპრილიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი.