სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
08.06.2020
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 3 ივნისის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში, რომლის შესაბამისად დადგინდა, რომ:
 
• სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისას, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადახდის დანიშნულების ველში უნდა მიეთითოს: „ქვეკოდი – 9001, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური“.
 
• საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისას, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადახდის დანიშნულების ველში უნდა მიეთითოს: „ქვეკოდი – 9002, საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური“.