სიხლეები   საჯარო შეტყობინება – ი.მ. ზაქრო მეშველიანი
18.09.2018
  
 
საჯარო შეტყობინება – ი.მ. ზაქრო მეშველიანი
 
ი.მ. ზაქრო მეშველიანი
პირადი №27001000957
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 23 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა სსიპ „იუსტიციის სახლის“ 2018 წლის 22 აგვისტოს №1861 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №7077), რომლითაც სააგენტოს ეცნობა SPA180006632 ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის – ი.მ. ზაქრო მეშველიანის (პირადი №27001000957) დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.