სიხლეები   ​საჯარო შეტყობინება – ი.მ. თორნიკე ჩუბკო
08.05.2019
  
 
ი.მ. თორნიკე ჩუბკო პირადი №11001030772 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2019 წლის 15 და 18 აპრილს წარმოდგენილ იქნა სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ (საქსტატი) 2019 წლის 15 აპრილის № 1-1057 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 4163) და 2019 წლის 18 აპრილის № 1-1091 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №4292), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ი.მ. თორნიკე ჩუბკოს (პირადი № 11001030772) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2019 წლის 7 თებერვლის № 13/ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR190041285) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.