სიხლეები   იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებისთვის სემინარი გაიმართა
30.03.2018
  
 
2.JPG

მიმდინარე წლის 30 მარტს,  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ჩატარდა ერთდღიანი სემინარი „სახელმწიფო შესყიდვების აქტუალური გამოწვევები და სიახლეები“, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებისთვის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.  
 
სემინარზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, შესყიდვის ახალი საშუალებები, მეთოდები და პროცედურები, შესყიდვების გონივრული დაგეგმვა, ბაზრის კვლევის ინსტრუმენტები, გამარტივებული შესყიდვების თავისებურებები, გასაჩივრების შემთხვევები, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ელექტრონული სერვისები, სააგენტოს ოფიციალური ვებ-საიტის სასარგებლო რესურსები  და ა.შ.
 
სემინარს უძღვებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  ხელმძღვანელობა და მაღალკვალიფიციური ექსპერტები.