სიხლეები   17 ივლისს უზბეკეთის დელეგაცია საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა
18.07.2019
  
 
IMG_1195.JPG























17 ივლისს უზბეკეთის დელეგაცია საქართველოს ოფიციალური, სასწავლო ვიზიტით სტუმრობდა. ვიზიტი მოეწყო OECD-ით ორგანიზებით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უზბეკეთის ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, გენერალური პროკურატურის, პარლამენტის, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს წარმომადგენლები. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე დელეგაცია გაეცნო სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს, ასევე უკვე დანერგილ, მოწინავე მეთოდებსა და სერვისებს.