სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ბელა“
27.10.2016
  
 
აჯარო შეტყობინება – შპს „ბელა“
 
შპს „ბელა“
ს/კ: 424612360
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 5 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 5 ოქტომბრის № 11/2242 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №8837), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ბელას“ (ს/კ: 424612360) მიერ SPA160015096 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 15 ივლისის №88 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8; ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.