სიხლეები   ​საჯარო შეტყობინება – შპს „ბელა“
07.02.2017
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ბელა“
შპს „ბელა“
ს/კ: 424612360

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 1 თებერვალს წარმოდგენილ იქნა სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ 2017 წლის 1 თებერვლის №MES61700085790 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 1098), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ბელას“ (ს/კ: 424612360) მიერ SPA160021903 ელექტრონული ტენდერის საშუალებით გაფორმებული 2016 წლის 20 სექტემბრის №32060201/03/159 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.