სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენთა საყურადღებოდ!
29.06.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენთა საყურადღებოდ!
 
2016 წლის 6 ივლისს, 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის რიგით მეხუთე შეხვედრა ბიზნესმენებთან -  სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, არაუგვიანეს 4 ივლისისა, დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ეკა გაბადაძეს ნომერზე 577244454 ან ელექტრონულ ფოსტაზე: egabadadze@spa.ge

შეხვედრის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან ჩატარდება რეგულარულად, თვეში ორჯერ.

ივლისის ბოლოს გაიმართება მეექვსე შეხვედრა, ავეჯის მიმწოდებლებთან. ხოლო აგვისტოს დასაწყისში, კვების პროდუქტების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან შედგება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მეშვიდე შეხვედრა.
 
დეტალური ინფორმაცია განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე, გავრცელდება მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით.