სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სამოქალაქო საზოგადოებას განხორციელებული ცვლილებები გააცნო
20.04.2017
  
 
IMG_2272.JPG


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სამოქალაქო საზოგადოებას განხორციელებული ცვლილებები გააცნო. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მას 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პასუხისმგებელმა პირებმა სხვადასხვა თემატიკაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.  სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები. მომზადდა და საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორი კანონი, რომლებმაც საგრძნობლად შეცვალეს საჯარო სახსრებით განსახორციელებელი შესყიდვების გარემო. შეცვლილია უამრავი რეგულაცია, მიღებულია ახალი წესები და შემუშავებულია რეკომენდაციები, გამოცემულია ახალი მეთოდურ-პრაქტიკული მითითებები. ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემაში, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთ მოწინავე,  დაინერგა ახალი შესყიდვის პროცედურები და ელ.სერვისები.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ განაცხადა,  უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება და გამოქვეყნდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონს, რომელშიც შეტანილ იქნა არაერთი ცვლილება. „ეს არის  ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებიდან აღებული მონეტარული ზღვრების დადგენა, ასევე გამარტივებული ელექტრონული შესყიდვის გაუქმება, დავების საბჭოში საფასურის შემოღება და სხვა საკითხები. ყოველივე ეს  ემსახურება სახელმწიფო შესყიდვებში ბიზნესის ჩართულობის შემდგომ ზრდას“,  - განაცხადა ლევან რაზმაძემ.
როგორც IDFI-ის პროექტის კოორდინატორმა გიორგი ლომთაძემ განაცხადა, იგი მიესალმება მსგავსი ტიპის შეხვედრებს. მისი თქმით, რაც უფრო მეტი კომუნიკაციაა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, მით ნაკლებია ცდომილებების და გაუგებრობების შესაძლებლობა, შესაბამისად, ასეთი ხასიათის შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია.
სახელმწიფო შეხვედრების სააგენტო არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს  მომავალშიც გააგრძელებს.