სიხლეები   ლევან რაზმაძე კვებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდება
08.06.2017
  
 
2017 წლის 14 ივნისს 15 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება შეხვედრა  ბიზნესმენებთან  - კვებისა და სოფლის მეურნეობის  სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან. ცალკეული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით პრეტენზიების მქონე ამ სფეროს წარმომადგენელი ბიზნესმენების კონკრეტული შემთხვევების (ქეისები) განხილვა, მათი სურვილის შემთხვევაში, შეხვედრაზე შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მოხდება. 
შეხვედრის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 12 ივნისამდე დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მარტა ქარუმიძეს ნომერზე 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე: mkarumidze@spa.ge