სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეთა საყურადღებოდ!
16.10.2017
  
 
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვის პროცესში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკას. რეგლამენტის მიზანია სახელმწიფო შესყიდვის პროცესში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის დოკუმენტის მიმართ სავალდებულო  მოთხოვნების განსაზღვრა და მისი ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის (ადეკვატურობის) დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი პირობებისა და პროცედურების დადგენა.
 
რეგლამენტი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე.