სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
28.10.2021
  
 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე, 2022 წლის 1 იანვრიდან - 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში სადეზინფექციო კონცენტრანტის (რომელიც განკუთვნილია დეზობარიერისა და ზედაპირებისთვის) შესყიდვის მიზნით ხორციელდება მონაცემების აგრეგირება.

 

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისდა შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 3 ნოემბრისა, აღნიშნულ მეილზე pharm2022@spa.gov.ge მოგვაწოდოთ შევსებული ცხრილი, დეზობარიერისა და ასევე, ზედაპირებისთვის განკუთვნილი სადეზინფექციო კონცენტრანტის (CPV33631600 - ანტისეპტიკები და დეზინფექტანტები) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2022 წლის სახსრებით.

 

აქვე გატყობინებთ, რომ ცხრილში უნდა მიუთითოთ თქვენთვის საჭირო მზა ხსნარის რაოდენობა, რომელიც განზავდება კონსოლიდირებულ ტენდერში შემოთავაზებული სადეზინფექციო კონცენტრანტის გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით.  ამასთანავე, გთხოვთ თქვენი ორგანიზაციისთვის საჭირო მისაღები მზა ხსნარის რაოდენობა წარმოადგინოთ 200-ის ჯერადზე გაანგარიშებით და ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მისაღები მზა ხსნარის რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 ლიტრს.

 

მოგახსენებთ, რომ დაუშვებელია ცხრილში მოცემული მონაცემების ნებისმიერი სახით დაკორექტირება ან/და ინფორმაციის წაშლა! თქვენთვის სასურველი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ ველებში, რომლებიც შეფერილია წითლად, ხოლო მონაცემის შეყვანისთანავე, შეიფერება მწვანედ. სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტი.

 

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

+995 32 242 248   შიდა: 39

598 380 780 ნინი გამრეკელი

598 265 254 სალომე ძოძუაშვილი

597 970 810 გვანცა ქურხული

 

 

მიბმული ფაილები