სიხლეები   ინსტრუქცია, ინფორმაციის მოწოდების შესახებ
05.11.2021
  
 

დანართი N1-ით გთავაზობთ, იმ დასახელების ავეჯის ჩამონათვალს თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით (მასალა, ზომები, ფერი, ფუნქციონალური დატვირთვა და ა.შ), ესკიზით/ნახაზით, რომელიც წარმოადგენს მასობრივი მოხმარების სტანდარტულ ავეჯს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტანდარტული ავეჯის (დანართი N1 - Word) ყველა მონაცემი სრულად ემთხვევა თქვენს საჭიროებებს (აბსოლუტურად მისაღებია თქვენთვის), გთხოვთ, დანართი N1-ში მოცემული თითოეული პოზიციის მიხედვით ინფორმაცია შეავსოთ დანართ N2-ში EXCEL - თითოეული დასახელების ავეჯი რა რაოდენობა გესაჭიროებათ, რა ვადაში, რა მისამართზე და ინფორმაცია დასაწყობების შესახებ).

 

 

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გესაჭიროებათ ისეთი დასახელების ავეჯი, რომელიც არ არის ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სტანდარტულ ჩამონათვალში (დანართი N1 – Word), ან გესაჭიროებათ ჩამონათვალში არსებული რომელიმე დასახელების ავეჯი, მაგრამ გსურთ განსხვავებული თუნდაც ერთი ნებისმიერი პარამეტრი (მცირე დეტალიც კი), გთხოვთ, მოგვაწოდოთ სრული ინფორმაცია თქვენი მოთხოვნის შესახებ თქვენთვის სასურველ ფორმატში ან N1 დანართის მსგავს ფორმატში. გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: დასახელება, ტექნიკური აღწერილობა, ზომები, მასალა, ფუნქციონალური დატვირთვა, განყოფილებების რაოდენობა და განლაგება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ინფორმაცია საკეტისა და სხვა მექანიზმების შესახებ  (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფასადის ტიპი (დახურული, ღია, შემინული და ა.შ). აუცილებლად უნდა დაურთოთ ნახაზი/ესკიზი და ფოტო საილუსტრაციო მასალა.

 

 

დანართი N1

 

დანართი N2