სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სფეროს სპეციალიზებული ონლაინ კურსები შემსყიდველი ორგანიზაციების დაინტერესებული თანამშრომლებისათვის
29.11.2021
  
 

 კოლეგებო,

 

 

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით ამავე უწყების სასაწავლო ცენტრი აგრძელებს ონლაინ ტრენინგებს განახლებული ფორმატით 2022 წლის იანვრიდან, სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული იურიდიული პირების (სსიპ - ები, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) საჯარო შესყიდვების სფეროთი დაინტერესებული  სპეციალისტებისათვის.

 

თითოეულ სამუშაო კვირაში შემოთავაზებულია 4 სპეციალიზებული კურსი:

 

1. სახელმწიფო შესყიდვები: არსებული რისკები და დამკვიდრებული პრაქტიკა;

2. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი და სააგენტოს რეკომენდაციები;

3. გამარტივებული შესყიდვები: ჩამოყალიბებული პრაქტიკა, გამოწვევები, სასარგებლო რჩევები, სააგენტოს რეკომენდაციები;

4. ელექტრონულ სისტემაში ჩაშენებული შესყიდვის მეთოდების/პროცედურების აღწერა და შედარებითი ანალიზი.

 

 თითოეული მათგანი გაგრძელდება 1 - 2 სამუშაო დღე, ყოველ დღე 11:00 საათიდან. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც ოთხივე, ასევე შერჩეულ რომელიმე ერთ მათ მიერ შერჩეულ კურსზე. ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უკვე სერთიფიცირებულ და არასერთიფიცირებულ შესყიდვების სპეციალისტებს. რეგისტრაციის ვადაა დღეიდან  17 იანვრის ჩათვლით. რეგისტრაციის მსურველმა პირებმა სასურველი ტრენინგის დასახელება და მათი საკონტაქტო ინფორმაცია უნდა  გამოგზავნონ ქ-ნ ნინო ჭავჭავაძესთან ელექტრონულ ფოსტაზე: nchavchavadze@spa.ge ტელ: 577 24 44 28

 

ტრენინგებს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით:

 

· გიორგი ლაცაბიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;

· კონსტანტინე გუგეშაშვილი - მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;

· ირაკლი გოლეთიანი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახურის უფროსი;

· თამარ გორდელაძე - იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი;

· ალექსანდრე ჩხიკვიშვილი - ექსპერტ-ანალიტიკოსი.

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს

სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.