სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
03.02.2022
  
 

 

 

(გაფრთხილება!)

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის № 2 ბრძანებით დამტკიცებული შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის შესაბამისად,  შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთონ მათი დადებიდან არაუგვიანეს 10  დღის ვადაში.

 

ამასთან, შეგახსენებთ, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება და მათი შემდგომი ადმინისტრირება, რაც გულისხმობს კონსოლიდირებული ტენდერების  ფარგლებში გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებების მონიტორინგს, მათ შორის: შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებელს/მიმწოდებლებს შორის შესყიდვის ხელშეკრულებების დადების პროცესის ზედამხედველობას, მხარეთა მიერ შესყიდვის ხელშეკრულებებითა და კონსოლიდირებული ტენდერით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს;

 

გაცნობებთ, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის აპარატი მონიტორინგს უწევს კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულებების დროულად ატვირთვის პროცესს, რის შედეგადაც გამოვლონდა ზემოაღნიშნული ვადის დარღვევის ხშირი ფაქტები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე იმისათვის, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიამ შეძლოს საკუთარი ფუნქციების განხორციელება,  გთხოვთ შეასრულოთ  თქვენი ვალდებულება და კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებები ატვირთოთ ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველებში, არაუგვიანეს მათი დადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

პატივისცემით,

კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია