სიხლეები   მდგრადი საჯარო შესყიდვების იმპლემენტაციის საერთაშორისო მხარდაჭერა
11.02.2022
  
 

საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების იმპლემენტაციისათვის, EU4Environment პროგრამის ფარგლებში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ მითითებულია UNEP თებერვლის თვის საინფორმაციო ბიულეტენში. ბიულეტენში აღნიშნულია, რომ პროექტის ექსპერტებისა და ჩართული სამთავრობო უწყებების მიერ უკვე მომზადდა მდგრადი საჯარო შესყიდვების სამართლებრივი დებულებები, დასრულდა მუშაობა მდგრადი საჯარო შესყიდვების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტზე - საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე, მომზადდა მდგრადი საჯარო შესყიდვების სახელმძღვანელო, ტრენინგის მასალები, პრიორიტეტიზაციის ანგარიში და შერჩეული/პრიორიტეტული პროდუქტების მდგრადი შესყიდვების სახელმძღვანელო.

 

საგულისხმოა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის ფარგლებში, UNEP-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების მიერ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა განათლების ცენტრის ჩართულობით, 2020 წლის აგვისტოს თვიდან საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით არაერთი აქტივობა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად მიმდინარე წელსაც არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ:

https://us7.campaign-archive.com/?e=__test_email__&u=fe47dd7a37e4cc04762ec32a6&id=b8569a4688