სიხლეები   შემსყიდველ ორგანიზაციათა საყურადღებოდ!
10.10.2022
  
 

 

 

გაცნობებთ, რომ 2023 წლის განმავლობაში ხელის სადეზინფექციო საშუალების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის გამოცხადებას.

 

კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის დაგეგმვის, ჩატარებისა და შემდგომი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნათა აგრეგირების პროცესი. 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2022 წლის 28 ოქტომბრისა, კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში, (CTD მოდულის საშუალებით) - https://ctd.spa.ge/entrance    შეავსოთ ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის საჭიროებების შესახებ. 

 

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში შეავსოთ CTD მოდულის საშუალებით  გამოთხოვილი ინფორმაცია.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

 

 599 133 737 - ნათია ხინთიბიძე;

 577 011 244 - თეო დანელია.