სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ !
08.10.2021
  
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს 2022 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი აკუმულატორების საჭირო კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას. გთხოვთ, კონსოლიდირებული ტენდერის მენეჯმენტის სისტემაში (ctd.spa.ge) მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: რა რაოდენობისა და პარამეტრების მქონე აკუმულატორების შესყიდვას აპირებთ, 2022 წლის 1 იანვრიდან - 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ თანდართული ცხრილის ველები.  

 

ინფორმაცია წარმოადგინეთ:

ა)  ctd.spa.ge მენეჯმენტის სისტემის მეშვეობით, არაუგვიანეს 2021 წლის 31 ოქტომბრისა;