სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „NEW STYLE BUILDING“
20.02.2023
  
 

 

 

შპს „NEW STYLE BUILDING“

ს/ნ: 445416871

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2022 წლის 30 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2022 წლის 30 დეკემბრის № MES5220001683233 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 10702), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ამხანაგობა „საპროექტო-საექსპერტო ჯგუფის“ (ს/ნ: 245800502) მიერ NAT220000050 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2022 წლის 3 თებერვლის № 24 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.