სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
10.10.2023
  
 

 

 

2023 წლის 10 ოქტომბერს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზები, რის გამოც რიგ ელექტრონულ ტენდერებში პრეტენდენტებმა, შესაძლოა, ვერ მოახერხეს სატენდერო წინადადებების წარდგენა. ამავდროულად, ამავე დღეს ელექტრონულ ტენდერებს მიენიჭა ტენდერის სტატუსი „წინადადებების მიღება დასრულებულია“, შესაბამისად, საჯარო გახდა იმ მომენტში არსებული ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტების ვინაობა და სატენდერო წინადადება, რის გამოც ვერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამ ელექტრონულ ტენდერებში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადის შესაბამისი პერიოდით გაგრძელების შესახებ. 

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, სააგენტომ საჭიროდ მიიჩნია ზემოაღნიშნული ელექტრონული ტენდერების შეწყვეტა, რასთან დაკავშირებითაც, მიღებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 10 ოქტომბრის №2776 განკარგულება.

 

გთხოვთ იხილოს მიმაგრებული ფაილი და იხელმძღვანელოთ ზემოაღნიშნული განკარგულების შესაბამისად.