სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ერ თი ემ“
15.03.2022
  
 

საჯარო შეტყობინება – შპს „ერ თი ემ“

 

შპს „ერ თი ემ“

ს/ნ: 405278202

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2022 წლის 27 იანვარს წარმოდგენილ იქნა სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ 2022 წლის 26 იანვრის № MES9220000071471 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №796), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ერ თი ემ“-ის (ს/ნ: 405278202) მიერ NAT210011563 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2021 წლის 27 ივლისის № ჟ-2/47 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.