სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სტატისტიკური მონაცემების შესახებ ახალი საიტი stats.spa.ge გაუშვა
06.12.2017
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სტატისტიკური მონაცემების შესახებ  ახალი საიტი stats.spa.ge გაუშვა. აღნიშნული საიტი მოიცავს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითად მაჩვენებელს. საიტზე შეგიძლიათ იხილოთ კვარტალური მონაცემები  გამოცხადებული ტენდერების რაოდენობაზე, გამოცხადებული ტენდერების ღირებულებაზე, პრეტენდენტთა საშუალო რაოდენობაზე, სისტემაში მითითებული მიმწოდებლების რაოდენობაზე, ასევე სისტემაში რეგისტრირებული  შემსყიდველების რაოდენობასა და გამარტივებული შესყიდვის პროცედურით შემოსული განცხადებების რაოდენობის თაობაზე. საიტის დახმარებით გაეცნობით, რომელ შესყიდვის კატეგორიებშია პრეტენდენტების ყველაზე მეტი ან ნაკლები რაოდენობა, ასევე იხილავთ დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობას სტატუსების მიხედვით.
საიტი საინტერესო იქნება ბიზნეს საზოგადოებისთვის, მედიისთვის და ყველა იმ პირისთვის, რომლებსაც აინტერესებთ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მიმდინარე სტატისტიკური მონაცემები. 
 
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: http://stats.spa.ge