სიხლეები   ტრენინგების VII ეტაპის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ
17.06.2016
  
 
ტრენინგების VII ეტაპის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში 2016 წლის 17 ივნისს, ტრენინგების მეშვიდე ეტაპის 53 მსმენელს „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“-ს გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
ტრენინგი 6 ივნისს დაიწყო და განკუთვნილი იყო სახელმწიფო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
სწავლების დაწყებამდე მსმენელებს ჩაუტარდათ პრეტესტირება. ათდღიანი კურსის დასრულების შემდეგ, შესაბამისი ტესტირების შედეგად კი, მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემოთავაზებული კურსი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და სურს კვალიფიკაციის ამაღლება.
სწავლებას უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
ტრენინგები დაფინანსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.