სიხლეები   ტრენინგების მერვე ეტაპის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ
08.07.2016
  
 
ტრენინგების მერვე ეტაპის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში დღეს დასრულდა ტრენინგების მერვე ეტაპი, რომელიც  განკუთვნილი იყო საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ების და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის. სწავლება  სახელმწიფო შესყიდვების კუთხით დასაქმებულმა 56 სპეციალისტმა 27 ივნისს დაიწყო.
მსმენელები ათი დღის განმავლობაში „სახელმწიფო შესყიდვების კურსს“ გადიოდნენ. დღეს მათ დაასრულეს სწავლება და ჩაუტარდათ შესაბამისი ტესტირება.

ტესტირების შემდეგ, 52 სპეციალისტს გადაეცა „სახელმწიფო შესყიდვების კურსის“ გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემოთავაზებული კურსი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და სურს კვალიფიკაციისამაღლება.სწავლებას უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
ტრენინგებს აფინანსებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.