გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე, 2022 წლის 1 იანვრიდან - 2022 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში ნიღბების კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მონაცემების აგრეგირება.
კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 19 ოქტომბრისა, აღნიშნულ მეილზე - med2022@spa.gov.ge მოგვაწოდოთ შევსებული ცხრილი, ნიღბების (CPV 33100000 - სამედიცინო მოწყობილობები) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2022 წლის სახსრებით.
მოგახსენებთ, რომ დაუშვებელია ცხრილში მოცემული მონაცემების ნებისმიერი სახით დაკორექტირება ან/და ინფორმაციის წაშლა! თქვენთვის სასურველი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ ველებში, რომლებიც შეფერილია წითლად, ხოლო მონაცემის შეყვანისთანავე, შეიფერება მწვანედ. სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტი.
გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
+995 32 2 242 248 შიდა: 39
598 380 780 ნინი გამრეკელი
598 265 254 სალომე ძოძუაშვილი
597 970 810 გვანცა ქურხული
მიბმული ფაილები