სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „გონი“
29.02.2024
  
 

 

 

შპს „გონი“

ს/ნ: 406027080

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2024 წლის 13 თებერვალს წარმოდგენილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 13 თებერვლის № 18-182404494 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 1591), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „გონის“ (ს/ნ: 406027080) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2023 წლის 7 სექტემბრის №149 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR230114358) ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge