სიხლეები   საერთაშოროსო სემინარი ქვეყნის სასამართლო კორპუსისთვის
16.07.2024
  
 

 

 

2024 წლის 15-16 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ, OECD-SIGMA-ს პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარებულ იქნა ერთობლივი საერთაშორისო სემინარი ქვეყნის სასამართლო კორპუსისათვის, ასევე დავების განმხილველი საბჭოს წევრებისათვის, რომელიც შეეხებოდა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ ევროკავშირის მოქმედ კანონმდებლობას, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკებს, ევროპის კავშირის ქვეყნებში ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას, სასამართლო პროცესებში მოსამართლეთა როლს და სხვა აქტუალურ თემებს. 

 

სემინარზე სპიკერებათ მოწვეულნი იყვნენ ავსტრიის ფედერალური მოსამართლე, ხორვატიის დავების განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი, OECD-SIGMA-ს ექსპერტი.  აღნიშნულ სემინარს დაესწრნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ქუთაისის, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოს 20 მოსამართლე. სემინარის მონაწილეები გაეცნენ ბევრ საინტერესო პრეზენტაციას, განიხილეს ევროპის საუკეთესო პრაქტიკა, სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია.