სიხლეები   შპს „საპროექტო ჯგუფი“
18.07.2024
  
 

 

 

შპს „საპროექტო ჯგუფი“

ს/ნ: 445589024

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2024 წლის 24 ივნისს წარმოდგენილ იქნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 24 ივნისის № 66-662417695 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 5220), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ამხანაგობა „ბამბლის“ (ს/ნ: 245807113) მიერ NAT240006827 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2024 წლის 29 აპრილის № 119 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე. 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.