სიხლეები   შპს „საპროექტო ჯგუფი“
25.07.2024
  
 

შპს „საპროექტო ჯგუფი“

ს/ნ: 445589024

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2024 წლის 26 ივნისს წარმოდგენილ იქნა ააიპ „რუსთავის კორპუსის“ 2024 წლის 26 ივნისის № 15-3824178196 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 5308), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ამხანაგობა „ბამბლის“ (ს/ნ: 245807113) მიერ NAT240007150 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2024 წლის 30 აპრილის № 32 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge