E - ბიბლიოთეკა   საერთაშორისო პუბლიკაციები   ინსტიტუციური მოწყობა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში
  • iconone.pngCentralised Purchasing Systems in the European Union (SIGMA Paper No. 47, 2011) - ცენტრალიზებული სახელმწიფო შესყიდვების  სისტემები ევროკავშირში – წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია ევროკავშირის რჩეულ ქვეყნებში არსებული სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ცენტრალური ორგანოების შედარებით-სამართლებრივი ანალიზი. განხილულია ცენტრალური შემსყიდველი ორგანოების მოწყობის მოდელები, უფლებამოსილებები, მიზნები, ფინანსური მოდელები, შესყიდვის პროცესში გამოყენებული საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილებულია ამ სისტემების დადებით მხარეებზე, რისკებსა და სამომავლო გამოწვევებზე. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია
  • iconone.pngCentral Public Procurement Structures and Capacity in Member States of the European Union (SIGMA Paper No. 40, 2007) - ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ცენტრალური სტრუქტურები და მათი კომპეტენციები - ამ  კვლევაში წარმოდგენილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების  სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ცენტრალური ორგანოების ფუნქციების, კომპეტენციებისა და მათი სტრუქტურის მოკლე ანალიზი. წინამდებარე შედარებით-სამართლებრივი კვლევა შემუშავდა ევროკავშირის  22 წევრ სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად და მოიცავს ამ საკითხის სხვადასხვა კუთხით შეფასებას. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
  • iconone.pngOrganising Central Public Procurement Functions (No. 26, September 2016) - სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ცენტრალური სახელმწიფო ორგანოების ფუნქციების ორგანიზაცია - წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალური ორგანოების ფუნქციები, მათი სტრუქტურა, ორგანოების სტატუსი და პოზიცია ადმინისტრაციული მოწყობის ეროვნულ სისტემაში და მათი უფლებამოსილებები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
  • iconone.pngCentral Purchasing Bodies (No. 20, September 2016) - სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ცენტრალური ორგანოები - წინამდებარე კვლევა მოკლედ მიმოიხილავს ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დირექტივებით განსაზღვრული ცენტრალური შემსყიდველი ორგანოების დაარსებისა და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
  • iconone.pngPublic Procurement in the EU: Legislative Framework, Basic Principles and Institutions (No. 1, September 2016) - სახელმწიფო შესყიდვები ევროკავშირში: საკანონმდებლო ჩარჩო, ძირითადი პრინციპები და ინსტიტუციური მოწყობა - ევროკავშირში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების ძირითადი პრინციპების გაგებისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია როგორც  სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი დირექტივების ანალიზი, ასევე, ის ნიუანსი, თუ რა კონტექსტის ფარგლებში მოხდა მათი მიღება. შესაბამისად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც მიმობნეულია ევროკავშირის სამართლის პირველად და მეორად წყაროებში და ამ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს სახელმწიფო შესყიდვებში არსებული დირექტივების ინტერპრეტაცია და ეროვნულ საკანონმდებლო სივრცეში იმპლემენტაცია. სწორედ ზემოხსენებული საკითხი წარმოადგენს ამ კვლევის ძირითად მიზანს. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე