E - ბიბლიოთეკა   საერთაშორისო პუბლიკაციები   შეფასება და აუდიტი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში
  • iconone.pngAudit of Public Procurement (No. 28, September 2016) - სახელმწიფო შესყიდვების აუდიტი - წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია ის სახელმძღვანელო პრინციპები, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელონ აუდიტორებმა სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პროცესში. ამ სფეროში, აუდიტორების მიერ მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს კვლევა დაინტერესებულ პირებს ურჩევს, თუ სახელმწიფო შესყიდვების რომელ ეტაპზეა მნიშვნელოვანი მონიტორინგის განხორციელება და რატომ. ის აგრეთვე, აუდიტორებს სთავაზობს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა შემოწმება საჭიროა მონიტორინგის პროცესში მტკიცებულებების შეგროვების თვალსაზრისით. გარდა ამისა, მოყვანილია გარკვეული პრეცედენტული გადაწყვეტილებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი, რომელიც სასიცოცხლოა აუდიტორებისათვის სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პროცესში. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
  • iconone.pngMonitoring of Public Procurement (No. 27, September 2016) - სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი - ნებისმიერ ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვებზე მშპ-ის და საჯარო დანახარჯების დიდი წილი მოდის. მხოლოდ სახელმწიფო სახსრების ეფექტიანი ხარჯვის არგუმენტიც კი საკმარისია იმისათვის, რომ სახელმწიფო შესყიდვებს ყველა ეტაპზე აქტიურად აკონტროლებდნენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები. წინამდებარე ანალიზში განხილულია თუ რას ნიშნავს მონიტორინგი, როგორ უნდა აწარმოონ შესაბამისმა უწყებებმა სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი, რა უნდა გაითვალისწინონ ამ პროცესში და როგორ უნდა გამოიყენონ მიღებული შედეგები პრაქტიკაში. იხ.დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
  • iconone.pngPerformance Measurement (No. 21, September 2016) - ხელშეკრულების შესრულების კონტროლი - ნებისმიერ ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვებზე მშპ-ის და საჯარო დანახარჯების დიდი წილი მოდის. მხოლოდ სახელმწიფო სახსრების ეფექტიანი ხარჯვის არგუმენტიც კი საკმარისია იმისათვის, რომ სახელმწიფო შესყიდვებს ყველა ეტაპზე აქტიურად აკონტროლებდნენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები. სახელმწიფო შესყიდვების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საჯარო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობის მიღწევა, ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების დირექტივებითა და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების პარალელურად. წინამდებარე ანალიზში განხილულია თუ რა უნდა გაითვალისწინონ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის პროცესში. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
  • iconone.pngDetecting and Correcting Common Errors in Public Procurement (No. 29, September 2016) - სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ყველაზე ხშირი ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა - წინამდებარე კვლევაში განხილულია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის გზები და მექანიზმები. აქ იგულისმხება არამარტო შესყიდვის პროცესში არსებული ხარვეზები, არამედ, ამ პროცესის დაწყებამდე, პროცესის მიმდინარეობისა და მისი დასრულების შემდგომ წარმოქმნილი ხარვეზები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია
  • iconone.pngTender Evaluation and Contract Award (No. 9, September 2016) სატენდერო წინადადებების შეფასება და ხელშეკრულების დადება - სატენდერო წინადადების შეფასება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში უმნიშვნელოვანესი ეტაპია. სწორედ ამ დროს აფასებს შემსყიდველი ორგანიზაცია წარდგენილ სატენდერო წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ წარდგენილი წინადადებებიდან რომელი აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილ, წინასწარ გამოცხადებულ კრიტერიუმებს. წინამდებარე კვლევის მიზანია ზოგადი გზამკვლევისა და მაგალითების მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის, თუ როგორ უნდა მოხდეს შერჩევის პროცედურის წარმართვა და რა გარემოებები უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე