სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
25.05.2020
  
 
2020 წლის 23 მაისს გამოიცა საქართველოს მთავრობის №322 დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იზოლაციისა და კარანტინის წესების, ასევე, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად, განისაზღვრა შესაბამისი ღონისძიებები.
ამავე დადგენილებით რეგლამენტირებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული რიგი საკითხები, კერძოდ:
 
• შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ამინისტრო და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ები ხალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორცილებისას გათავისუფლდნენ:
 
 • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1​​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან;
 
 • „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილების მოთხოვნებისაგან.
 
• ახალი კორონავირუსის (COVID-19) აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში სამინისტროსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების, აგრეთვე ამ დადგენილების მე-18 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი შემსყიდველი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ არ გავრცელდება  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე დადგენილი სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების მინიმალური ვადები.
 
ამავე დადგენილების საფუძველზე განისაზღვრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცალკეულ სოფლებსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი ღონისძიებების აღსრულების მიზნით, ასევე სამედიცინო დახმარების მიმართულებით, ცალკეული დაწესებულებებისადმი სახელმწიფო შესყიდვების განსხვავებული რეგულაციებით განხორციელების უფლება.
 
გარდა ზემოაღნიშნულისა, ხსენებული დადგენილების საფუძველზე, საჯარო დაწესებულებებს, ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს მიენიჭათ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტისა ან/და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უფლებამოსილება.