სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „Modern Architectural Group“
30.09.2020
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „Modern Architectural Group“
 
შპს „Modern Architectural Group“
ს/ნ: 445424210

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2020 წლის 9 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 9 სექტემბრის № 02/7150 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 8298), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „Modern Architectural Group“-ის (ს/ნ: 445424210) მიერ NAT190004876 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2019 წლის 17 აპრილის № 129 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.