სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
30.09.2020
  
 
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე, 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში სამედიცინო სახარჯი მასალის კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მონაცემების აგრეგირება.

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2020 წლის 7 ოქტომბრისა, აღნიშნულ მეილზე -med2021@spa.gov.ge მოგვაწოდოთ შევსებული ცხრილი, იმ სამედიცინო სახარჯი მასალის (CPV 33100000 - სამედიცინო მოწყობილობები) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2021 წლის სახსრებით.

გაითვალისწინეთ, რომ თანდართულ ცხრილში, ანბანის მიხედვით, მოცემულია იმ სამედიცინო სახარჯი მასალების შესახებ დეტალური მონაცემები, რომლის შესყიდვაც იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში. იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის სასურველი კონკრეტული სამედიცინო სახარჯი მასალა ცხრილში არ მოიძებნა, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციით (იხ. ბმული), საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

მოგახსენებთ, რომ დაუშვებელია ცხრილში მოცემული მონაცემების ნებისმიერი სახით დაკორექტირება ან/და ინფორმაციის წაშლა! თქვენთვის სასურველი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ ველებში, რომლებიც შეფერილია წითლად, ხოლო მონაცემის შეყვანისთანავე, შეიფერება მწვანედ. სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტი.

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ცხელი ხაზი: +995 32 2 484 822
+995 32 2 242 248   შიდა: 39
 
მიბმული ფაილები