სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
08.10.2020
  
 
როგორც თქვენთვის ცნობილია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ წარმოადგინოთ სააგენტოში წერილობითი შეტყობინება, რათა სააგენტომ პირის შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს მკაცრ მონიტორინგს ზემოაღნიშნული წესის მოთხოვნათა დაცვაზე.