სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
26.10.2020
  
 
გაცნობებთ, რომ ნავთობპროდუქციის (საწვავის) და  A4 ფორმატის უმაღლესი და პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის 2021 წლის  კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მოსამზადებელი ღონისძიებები.

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2020 წლის 2 ნოემბრისა,  კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში (ctd.spa.ge) შეავსოთ მოთხოვნილი ველები.

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 597 082 082; 577 921 661.