სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
08.01.2021
  
 
როგორც თქვენთვის ცნობილია, ხელის სადეზინფექციო ხსნარისათვის განკუთვნილი დისპენსერების შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის დაგეგმვის პროცესში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის (CTD მოდულის) მეშვეობით 2020 წლის ნოემბრის თვეში გამოითხოვა 2021 წლის შესყდვის გეგმები. აღსანიშნავია, რომ CTD მოდულში ასახული სურათის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, მოთხოვნილია დისპენსერების საკმაოდ დიდი რაოდენობა.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, 2021 წლის განმავლობაში ხელის სადეზინფექციო ხსნარის შესყიდვის მიზნით, 2020 წლის 11 დეკემბერს გამოაცხადა კონსოლიდირებული ტენდერი CON200000317. აღნიშნული ტენდერი ითვალისწინებს ხელის სადეზინფექციო ხსნარის შესყიდვას 1 ლიტრიან დოზატორიან ბოთლებში, რომელსაც გარკვეულწილად (სითხის ხელზე გადატანის თვალსაზრისით) გააჩნია დისპენსერის ფუნქციაც.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დისპენსერების შესყიდვის მიზნით ჩაატარა ბაზრის მოკვლევა და ბაზარზე არსებული ბიზნეს სუბიექტების შესაძლებლობების შესწავლა. ბაზრის მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ არსებული პანდემიის პრობებში პროდუქტის ტრანსპორტირების, მიწოდების ვადებისა და მიმწოდებელთა მხრიდან აღებული ვალდებულებების  შეუფერხებლად შესრულების აუცილებლობის გათვალისწინებით, ბაზარი ამ ეტაპზე გვთავაზობს კედელზე დასამაგრებელ დისპენსერებს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, კერძოდ, იგი არის 1 ლიტრიანი ავზით, რომელიც მოთავსებულია უჟანგავი მეტალის კორპუსში, გააჩნია მაღალი ხარისხის მექანიკური დგუში და დოზატორი. მეტალის კორპუსი იკეტება გასაღებით. აღნიშნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, პროდუქტი გამოირჩევა მაღალი მდგრადობით დაზიანების მიმართ. ვინაიდან მეტალის კორპუსი იკეტება გასაღებით, მასში მოთავსებული 1 ლიტრიანი  პლასტმასის ავზი და შესაბამისად, სადეზინფექციო სითხე არ არის იოლად ხელმისაწვდომი, დაღვრის ან/და აალებადობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მახასიათებლების მქონე დისპენსერების ფასი, ბაზრის კვლევებიდან გამომდინარე, 50 – 55 ლარის ფარგლებში მერყეობს.
იხ. ფოტო

https://drive.google.com/file/d/1yfFH9JRivglodrdp0vRzKBexBbCilhjU/view 

https://drive.google.com/file/d/1Gfxn7buWhY_VAupnotju8NhUAZHMq2vy/view 

https://drive.google.com/file/d/1dDSBZUIkbNd8kkpWASrD2vuNf64FD-kq/view?usp=sharing 

https://drive.google.com/file/d/1PGOwUAgUk7nmziM2-i3fOXJRZVTxKztX/view?usp=sharing 
 
შენიშვნა: ფოტო მოცემულია ილუსტრაციისათვის და ასახავს დისპენსერების მიახლოებით (არა ზუსტ) ვიზუალს. 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, იხილოთ CTD მოდული და ხელახლა წარმოგვიდგინოთ ზემოთ აღწერილი კედელზე დასამაგრებელი დისპენსერების რაოდენობა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კედელზე მიმაგრების ფუნქცია თქვენთვის არ წარმოადგენს აუცილებლობას, რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, შეისყიდოთ 1 ლიტრიანი დოზატორიანი ბოთლები, ხელის სადეზინფექციო ხსნარის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში CON200000317.
გთხოვთ ინფორმაცია მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2021 წლის 17 იანვრისა.