სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
21.01.2021
  
 
 

გაცნობებთ, რომ მცირე ტვირთამწეობის ზაფხულის და ყველა სეზონის (ასევე სპეციალიზირებული - MT და AT) საბურავების (2021 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 31 ოქტომბრის პერიოდისათვის) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება. გთხოვთ, CTD მოდულის საშუალებით მოგვაწოდოთ ინფორმაცია არაუგვიანეს 2021 წლის 1 თებერვლის ჩათვლით. CTD.SPA.GE
 

ყურადღება !!!

გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოთ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ხელშეკრულებების გაფორმების სავალდებულო ვადაზე, ვინაიდან აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ გამარჯვებული პრეტენდენტი უფლებამოსილი იქნება უარი განაცხადოს ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნული, სატენდერო კომისიის მიერ, არ იქნება განხილული როგორც უარი საბურავების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე.

საკონტაქტო პირი: ლაშა კირვალიძე 571 255 255