სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „სინერჯი სისტემს“
08.02.2021
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „სინერჯი სისტემს“

შპს „სინერჯი სისტემს“
ს/ნ: 405019536


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2021 წლის 13 იანვარს წარმოდგენილ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 13 იანვრის № 34-342101341 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №161), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „სინერჯი სისტემსის“ (ს/ნ: 405019536) მიერ NAT200007142 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2020 წლის 7 აგვისტოს № 67 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.